Monday, June 23, 2008

ტაოკლარჯეთი


20-ში დავბრუნდით თურქეთიდან.



მოვიარეთ ტაოკლარჯეთი და კაპადოკია.


კულტურული შოკი ალბათ ამას ქვია.
ეს გრძნობა მოყოლით არ გადმოიცემა,
LIVE-ში უნდა იგრძნო, უნდა დაიონახო, უნდა დაიღალო, უნდა გეტკინოს, უნდა შეწუხდე

და შედეგად იქნები



უფრო ამაყი და უფრო გულმოკლული

უფრო ძლიერი და უფრო უსუსური

უფრო მდიდარი და უფრო ხელმოკლე

კმაყოფილი და იმედგაცრუებული..



მოკლედ
გირჩევთ წახვიდეთ, ერთხელ მაინც ცხოვრებაში აუცილებლად წახვიდეთ ტაო კლარჯეთში.
ეს თქვენც შეგიძლიათ.
შეგიძლიათ გიდისა და ტურ-ოპერატორის გარეშეც.

ეს საიტი მსურველებს ვირტუალურ მეგზურობას გაგიწევთ.


ეს საიტი ჩვენი ჯგუფის მიერაა დაარსებული.


ჯგუფში შედიოდნენ;
17 სკოლის მოსწავლე მოზარდი
(მე-6 დან მე 11 კლასის მოსწავლეები, ყველა განსხვავებული ნატურა, განსხვავებული მოლოდინებითა და შეფასების კრიტერიუმებით)

4 ზრდასრული.
ქართულ-ბრიტანული სკოლის 2 მასწავლებელი (ამავე დროს ჯგუფის ხელმძღვანელები და წინამძღოლები)

მძღოლი (ერთი მძღოლი 3000 კლილომეტრზე 9 დღის განმავლობაში)
მე (როგორც ექიმი)

ეს საიტი ამ ჯგუფის ერთობლივი საიტია
ნახეთ!

Giga Gelenidze

No comments: